დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 21

გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე, 19.00 საათი.

სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ოდიში”. მაუწყებლობის არხი: FM 101.4

სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ჰარმონია”. მაუწყებლობის არხი: FM 100.5

იმერეთი: რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”. მაუწყებლობის არხი FM 107.9

კახეთ: რადიოკომპანია “ჰერეთი”. მაუწყებლობის არხი FM 102.8

შიდა ქართლი: რადიოკომპანია “თრიალეთი”. მაუწყებლობის არხი FM 104.8.

რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:

დევნილთა ამბების მეცხრამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დვანის ნაცვლად ისევ ერგნეთში გაიმართება. თავის დროზე ოსურმა მხარემ ერგნეთი ნატოს ზონად მიიჩნია და შეხვედრების სხვა ადგილზე გადატანა მოითხოვა. ერგნეთის შეხვედრაზე მხარეები სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას ფერმერთა უსაფრთხოების დაცვაზე შეთანხმდნენ. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ომის ნაკვალევზე– ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ორი მეგობრის ცხოვრებისეულ ისტორიას გვიამბობს. მიშა ტაბატაძე და თემურ ცხოვრებოვი ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობდნენ, 90 –იანი წლების კონფლიქტის დროს ისინი, იარაღით ხელში, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მათ ურთიერთობა განაახლეს. თომა ჩაგელიშვილის და ზურაბ ტავასიევის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა. ფილმის ჩვენება ვლადიკავკაზში და ცხინვალშიც იგეგმება. მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

დევნილთა ერთი ნაწილი საცხოვრებლების კერძო საკუთრებაში მიღებაზე უარს აცხადებს. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მცხობრებლები სხვა ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ახალგაზრდა იურისტები დევნილებს ურჩევენ ყურადღებით გაეცნონ ხელშეკრულებებს. მიუხედავად იმისა რომ პრივატიზაციის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კომუნალური შეღავათები მოეხსნათ. ჯერჯერობით უცნობია იმ დევნილების ბედი, ვინც საკუთრების დაკანონებაზე უარს იტყვის.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლოსმა გაზეთის გამოცემა დაიწყო, სადაც ქართველი და ოსი ჟურნალისტების სტატიები იბეჭდება. გაზეთ ქართლოსის რუსული გამოცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება. ოსი ჟურნალისტები ამ გაზეთში ფსევდონიმებით თანამშრომლობენ. მოისმინეთ ლელა თედეევის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ახლა კი დაპირებისამებრ მოგასმენინებთ ნაზი ბერუაშვილის მოსაზრებას ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ნაზი ბერუაშვილი ლიახვის ხეობიდან დევნილია, იგი აქტიურად მონაწილეობს ქალთა სამშვიდობო მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ორმხრივ შეხვედრებში. მასი თვალსაზრისი ლელა თედეევმა ჩაწერა.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა.

კომენტარები

კატეგორია: დევნილთა ამბებიშიდა ქართლი

More in დევნილთა ამბები, შიდა ქართლი
no_image_regrep
დევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 20

Close